https://sputnik-georgia.com/20260725/mkvleloba-veraze-nika-kapanazes-patimroba-seefarda-299804361.html
მკვლელობა ვერაზე: სასამართლომ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეუფარდა
მკვლელობა ვერაზე: სასამართლომ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა. 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T15:25+0400
2026-07-25T15:25+0400
2026-07-25T15:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_53d51414e35ad7301d148bf5a093787c.jpg
თბილისი, 25 ივლ — Sputnik. ვერაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა. მედიის ცნობით, ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება. პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება გუშინ საღამოს წარუდგინა.საგამოძიებო უწყება ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. შემთხვევა 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. პროკურატურის ცნობით, შელაპარაკების პარალელურად, ახალგაზრდები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ნიკოლოზ კაპანაძემ GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა, ახალგაზრდების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა დაიჭრა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამავე ქმედებით ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე თბილისში, კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბრალდებულმა კარების გაღებისთანავე მის ხელთ არსებული GLOCK 34 GEN 4 და ARMALITE SPR MOD 1 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ის განაიარაღეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე მუხლებით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287222930_909:0:3640:2048_1920x0_80_0_0_a5ce277ebcffecc316a55d40f8a9ab5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, თბილისი დღეს
მკვლელობა ვერაზე: სასამართლომ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეუფარდა
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა.
თბილისი, 25 ივლ — Sputnik. ვერაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა.
მედიის ცნობით, ბრალდებულის საპატიმროში გადაყვანა დღესვე მოხდება.
პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება გუშინ საღამოს წარუდგინა.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
შემთხვევა 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.
პროკურატურის ცნობით, შელაპარაკების პარალელურად, ახალგაზრდები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ნიკოლოზ კაპანაძემ GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა, ახალგაზრდების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა დაიჭრა.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ამავე ქმედებით ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
უწყების ცნობით, 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე თბილისში, კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბრალდებულმა კარების გაღებისთანავე მის ხელთ არსებული GLOCK 34 GEN 4 და ARMALITE SPR MOD 1 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ის განაიარაღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე მუხლებით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.