სახელმწიფო ელექტროსისტემა - მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დღეს დილით 08:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის­ მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა, იუწყება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება“, - განაცხადეს უწყებაში.
პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას , ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი გლობალური გათიშვა მოხდა 24 ივლისსაც, ავარიის მიზეზები ჯერ ცნობილი არ არის.
ყველა ახალი ამბავი
0