https://sputnik-georgia.com/20260725/hqonda-tu-ara-nika-kapanazes-fsiqikuri-problemebi-saqmis-prokuroris-pozicia-299806742.html
ჰქონდა თუ არა ნიკა კაპანაძეს ფსიქიკური პრობლემები - საქმის პროკურორის პოზიცია
ჰქონდა თუ არა ნიკა კაპანაძეს ფსიქიკური პრობლემები - საქმის პროკურორის პოზიცია
Sputnik საქართველო
ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T18:15+0400
2026-07-25T18:15+0400
2026-07-25T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ვერაზე, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, განუცხადა ჟირნალისტებს საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ. 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძემ, რომელსაც, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები და სუიციდის მცდელობა ჰქონდა, შემდეგ კი ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა, 22 ივლისს იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი, 17 წლის ნიკა ღუნაშვილი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კაპანაძე 23 ივლისს დედის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში დააკავეს. მან დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. რა დროსაც ხელის თითებზე დაზიანება მიიღო და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. "სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც სამედიცინო ისტორიითა და დოკუმენტებით ეს არ დასტურდება, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა“, - განაცხადა მედეა ცირამუამ. პროკურორის განმარტებით, დედის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შესაძლოა მიმართული იყოს იქითკენ, რომ საკუთარ შვილსა და ოჯახის წევრს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა აარიდოს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის დედა უკვე გამოკითხულია. ქალმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან ახალგაზრდებისთვის შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ბრალდებულის ჩართულობისა და აგრესიის. მედეა ცირამუამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის სისხლის სამართლის ყველა საქმეში ტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა კითხვის ნიშნები. რაც შეეხება იარაღის ნაწილს, ცირამუას თქმით, მასთან მიმართებით გაცემულია ნებართვა მხოლოდ შენახვის უფლებით. მედეა ცირამუას განცხადებით, პროკურატურის პოზიცია ბრალდებულის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი. დღეს სასამართლომ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. "სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა", - განუცხადა ცირამუამ ჟურნალისტებს. დაკავებულს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით აქვს წაყენებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ჰქონდა თუ არა ნიკა კაპანაძეს ფსიქიკური პრობლემები - საქმის პროკურორის პოზიცია
ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ვერაზე, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას ეყრდნობა, განუცხადა ჟირნალისტებს საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ.
42 წლის ნიკოლოზ კაპანაძემ, რომელსაც, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები და სუიციდის მცდელობა ჰქონდა, შემდეგ კი ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა, 22 ივლისს იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთხივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი, 17 წლის ნიკა ღუნაშვილი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კაპანაძე 23 ივლისს დედის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში დააკავეს. მან დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. რა დროსაც ხელის თითებზე დაზიანება მიიღო და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
"სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც სამედიცინო ისტორიითა და დოკუმენტებით ეს არ დასტურდება, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა“, - განაცხადა მედეა ცირამუამ.
პროკურორის განმარტებით, დედის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შესაძლოა მიმართული იყოს იქითკენ, რომ საკუთარ შვილსა და ოჯახის წევრს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა აარიდოს.
პროკურორის თქმით, ბრალდებულის დედა უკვე გამოკითხულია. ქალმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან ახალგაზრდებისთვის შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ბრალდებულის ჩართულობისა და აგრესიის.
მედეა ცირამუამ ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის სისხლის სამართლის ყველა საქმეში ტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა კითხვის ნიშნები.
რაც შეეხება იარაღის ნაწილს, ცირამუას თქმით, მასთან მიმართებით გაცემულია ნებართვა მხოლოდ შენახვის უფლებით.
მედეა ცირამუას განცხადებით, პროკურატურის პოზიცია ბრალდებულის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.
დღეს სასამართლომ ნიკა კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა", - განუცხადა ცირამუამ ჟურნალისტებს.
დაკავებულს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით აქვს წაყენებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.