https://sputnik-georgia.com/20260725/cincaze-eqsportis-rekorduli-macvenebeli-qveynis-biznes-klimats-ukavsirdeba-299806237.html
ცინცაძე: ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ქვეყნის ბიზნეს კლიმატს უკავშირდება
ცინცაძე: ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ქვეყნის ბიზნეს კლიმატს უკავშირდება
Sputnik საქართველო
მთავრობის მიზანი და ამოცანაა ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 25.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-25T17:40+0400
2026-07-25T17:40+0400
2026-07-25T17:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/60/248676076_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_b535e8aae0a3bf7f165ce11584f065c4.jpg
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ივნისში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიმზიდველ ბიზნეს გარემოს დამსახურებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20,4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50,5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ დოლარს გაუტოლდა.როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, არსებულ დადებით დინამიკასა და რეკორდულ მაჩვენებელს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე საქმიანობისთვის.„ეს ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე და დაიწყონ თუ გააფართოვონ წარმოება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს აისახება როგორც ექსპორტის, ასევე ეკონომიკური ზრდის , დასაქმების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - თითქმის 3,9 მლნ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62,6%-ით გაიზარდა და მოცულობა თითქმის 2,4 მლნ დოლარს გაუტოლდა.გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც - ივნისის თვის რეკორდულმა მაჩვენებელმა თითქმის 2,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11,3%-ით მეტია.„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა იზრდება, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იზრდება, ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემარსებული მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქონელბრუნვა 5,8%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს - 12,9 მლრდ დოლარს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/60/248676076_277:0:2944:2000_1920x0_80_0_0_746cba6b77f5cbec9385856c62caac61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ცინცაძე: ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ქვეყნის ბიზნეს კლიმატს უკავშირდება
მთავრობის მიზანი და ამოცანაა ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ივნისში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს მიმზიდველ ბიზნეს გარემოს დამსახურებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20,4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50,5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ დოლარს გაუტოლდა.
„ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა“, - განაცხადა ცინცაძემ.
როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, არსებულ დადებით დინამიკასა და რეკორდულ მაჩვენებელს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების საქართველოს ბაზარზე საქმიანობისთვის.
„ეს ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე და დაიწყონ თუ გააფართოვონ წარმოება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს აისახება როგორც ექსპორტის, ასევე ეკონომიკური ზრდის , დასაქმების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - თითქმის 3,9 მლნ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62,6%-ით გაიზარდა და მოცულობა თითქმის 2,4 მლნ დოლარს გაუტოლდა.
გასულ თვეში ზრდა დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის მიმართულებითაც - ივნისის თვის რეკორდულმა მაჩვენებელმა თითქმის 2,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11,3%-ით მეტია.
„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ბიზნესაქტივობა იზრდება, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იზრდება, ქვეყნიდან გატანილი პროდუქციის ექსპორტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებზე“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ
არსებული მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქონელბრუნვა 5,8%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს - 12,9 მლრდ დოლარს მიაღწია.