https://sputnik-georgia.com/20260724/semekma-eleqtroenergiis-masstaburi-gatisvis-mizezebis-seswavla-daiwyo-299800755.html
სემეკმა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზების შესწავლა დაიწყო
სემეკმა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზების შესწავლა დაიწყო
Sputnik საქართველო
სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T21:26+0400
2026-07-24T21:26+0400
2026-07-25T10:26+0400
სემეკი
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23560/18/235601855_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_a70d4b51ace4d2128152ff64a0f2599c.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.სემეკის განცხადებით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სისტემურმა ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თბილისი და საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია. ელექტროენერგიის აღდგენა ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.ელექტროენერგიის მოულოდნელმა ღამის გათიშვამ სოციალურ ქსელში დროებითი დაბნეულობა და ცხარე დისკუსია, ბევრ მომხმარებელში პანიკაც გამოიწვია. ბევრმა სიტუაცია 1990-იან წლებს შეადარა, როდესაც საქართველოში ელექტროენერგია გრაფიკით მოეწოდებოდა მოსახლეობას.ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები სიბნელეში ჩაფლული ქალაქების ფოტოებს აქვეყნებდნენ და ინტერნეტის ლოკალური შეფერხებების შესახებ წერდნენ.დიდი დაწესებულებები, კლინიკები და სტრატეგიული საწარმოები დაუყოვნებლივ გადაერთდნენ სარეზერვო გენერატორებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23560/18/235601855_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_cac3c3a05d6d9274afa174966890ba9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
სემეკი, ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
სემეკმა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მიზეზების შესწავლა დაიწყო
21:26 24.07.2026 (განახლებულია: 10:26 25.07.2026) სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.
სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.
სემეკის განცხადებით, მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სისტემურმა ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა თბილისი და საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია. ელექტროენერგიის აღდგენა ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ელექტროენერგიის მოულოდნელმა ღამის გათიშვამ სოციალურ ქსელში დროებითი დაბნეულობა და ცხარე დისკუსია, ბევრ მომხმარებელში პანიკაც გამოიწვია. ბევრმა სიტუაცია 1990-იან წლებს შეადარა, როდესაც საქართველოში ელექტროენერგია გრაფიკით მოეწოდებოდა მოსახლეობას.
ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები სიბნელეში ჩაფლული ქალაქების ფოტოებს აქვეყნებდნენ და ინტერნეტის ლოკალური შეფერხებების შესახებ წერდნენ.
დიდი დაწესებულებები, კლინიკები და სტრატეგიული საწარმოები დაუყოვნებლივ გადაერთდნენ სარეზერვო გენერატორებზე.