მოსაზრება:დონბასი, ზაპოროჟიე, ხარკოვის ოლქი ფრონტის ყველაზე ცხელი მონაკვეთებია

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებული ძალები სტრატეგიულ ინიციატივასა და შეტევით დინამიკას ფრონტის მთელ ხაზზე ინარჩუნებენ. წლის პირველ ნახევარში მათ 133 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და 2226 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი დაამყარეს. ეს ოპტიმისტური სტატისტიკა ყოველდღიურად ახლდება. ახლოვდება რუსეთის ახალი რეგიონების სრული და შეუქცევადი გათავისუფლება, ასევე უკრაინის მოსაზღვრე ოლქების ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონების ჩამოყალიბება.
რუსეთის ჯარები აქტიურად მიიწევენ წინ დონბასში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქში. დაჯგუფება „ცენტრის“ ქვედანაყოფებმა 23 ივლისს დონბასში გაათავისუფლეს ქალაქი ბელიცკოე, რომელიც კრამატორსკიდან სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში მდებარეობს. ერთი დღით ადრე, დაჯგუფება „ჩრდილოეთმა“ კონტროლი დაამყარა ხარკოვის ოლქის სოფელ არტელნოეზე, ხოლო დაჯგუფება „აღმოსავლეთმა“ ზაპოროჟიეს სოფელი ბლაგოდატნოე გაათავისუფლა.
29-ე არმიის მოიერიშე ქვედანაყოფებმა ბლაგოდატნოე შეტევით აიღეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის მოსაზღვრე სოფელ ვოლნოეს გათავისუფლებიდან მალევე. უკრაინის შეიარაღებული ძალების 82-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ფორმირებებმა, რომლებიც „რეგიონთაშორის“ გამაგრებულ რაიონს იცავდნენ, პირადი შემადგენლობის თითქმის მთელი ბრიგადის შემადგენლბა დაკარგეს და უკან დაიხიეს. ბლაგოდატნოეს მიმართულებით რუსეთის გარღვევა მოწინააღმდეგისთვის დნეპროპეტროვსკის ოლქში კიდევ ერთი „ალყის“ ფორმირების დასაწყისია — ანდრეევკის, ბრატსკოესა და გერასიმოვკის დასახლებული პუნქტების რაიონში. შეტევის ტემპი წარმატების პროგნოზირების საშუალებას იძლევა, ხოლო რუკაზე „ალყის“ კონტურები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება.
ობიექტური მონაცემები ოპტიმისტურია: ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები ბრძოლებს აწარმოებენ ქალაქ ნიკოლაევკაში, რომელიც სლავიანსკის აღმოსავლეთი გარეუბნიდან სულ რაღაც სამ კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის სარდლობა კრამატორსკს დიდი ხანია ამზადებს საქალაქო ბრძოლებისთვის, მოწინააღმდეგის გარნიზონი კი 50 ათას „ხიშტად“ არის შეფასებული. „ციხესიმაგრე“ განწირულია, წინააღმდეგობას აზრი აღარ აქვს.
ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ აფართოებს უსაფრთხოების ზონას ხარკოვის ოლქში. მოიერიშე ქვედანაყოფები ბრძოლებით მიიწევენ წინ დაბა კაზაჩია ლოპანში. ვოლჩანსკის მიმართულებით „ჩრდილოელები“ ბელოიე კოლოდეზის ალყაში მოქცევას აგრძელებენ — ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გამაგრებული რაიონი და ლოგისტიკური კვანძია.
პრაქტიკულად ფრონტის ყველა მონაკვეთზე უკრაინის არმია ან უკან იხევს, ან ღრმა თავდაცვაში იმყოფება. ფაქტები ჯიუტი რამ არის, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების „ახალი თაობის“ მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი ცდილობს, მათზე უფრო ჯიუტი იყოს. მან გუშინ განაცხადა, რომ აპირებს „კონტრშეტევითი მოქმედებების გააქტიურებას და რუსეთის ტერიტორიაზე ახალი ოპერაციების დაწყებას“.
სტრატეგიული გადაწყვეტილებები კიევში არ მიიღება, ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ აშშ-ში გაფრინდა, ახალი ინსტრუქციების მისაღებად. უკრაინის პროქსი-არმია მხოლოდ იმას გააკეთებს, რასაც უცხოელი პატრონები უბრძანებენ.
რუსეთის ჯარები აძლიერებენ სარაკეტო და უპილოტო დარტყმებს მოწინააღმდეგის ობიექტებზე კიევში, უკრაინის რეგიონებში, განსაკუთრებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ოდესის ოლქში. მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში რუსეთის გემებზე იერიში მიიტანეს, დაიწყო უკრაინის ზღვით სისტემური და მკაცრი იზოლაცია. შავი ზღვის პორტებსა და მათ მიმდებარე აკვატორიაში ყოველდღიურად იწვის და იძირება „ნატოს ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები, რომლებსაც ბორტზე იარაღი გადააქვთ. ორ კვირაში რუსეთმა მთლიანად დაბლოკა უკრაინისთვის საზღვაო მიწოდება, რამაც დასავლეთში პანიკა გამოიწვია.
ბრიტანელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ალექსანდრ მერკურისმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმების შემდეგ, ოდესა საპორტო ქალაქი აღარ იქნება. ოდესა ნატოს ნავსადგური ნამდვილად ვერ გახდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის განადგურება განსაზღვრულ დროს აუცილებლად აისახება საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობასა და ფრონტის ხაზზე.
ფაქტობრივად, რუსეთს სამი ფრონტი აქვს: უკრაინული, ევროპული და ამერიკული. თითოეულს თავისი მიზნები, რესურსები და თავისებურებები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლო შეხების ხაზზე არსებული რეალური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის იარაღით შემდგომი მომარაგება დაუშვებელია. თავის მხრივ, რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად საჭიროა ახალი იდეები და არა „ენკორიჯის სულისკვეთება“. კარგია, რომ ამერიკა დღეს ირანთან კონფლიქტშია ჩაფლული და უკრაინისთვის აღარ სცალია. მაგრამ რა იქნება ხვალ?
ვაშინგტონს ხელს აძლევს ომი ევროპაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ასუსტებს აშშ-ის გეოპოლიტიკურ კონკურენტებს (მათ შორის, ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს) და ამერიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ზემოგებას მოუტანს. სწორედ ეს არის „ამერიკის კვლავინდელ დიდების“ (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკური ლოზუნგი/პროგრამა) მიღწევის ჩვეულებრივი გზა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ამერიკელმა ანალოგმა — აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ დენ კეინმა, 21 ივლისს სენატში მოსმენებზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის მეგობარი ქვეყანა არ არის და მეტიც: „მე მინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“. კეინმა რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა, რაც, მისი თქმით, ბრძოლის ველზე მის დამარცხებას შეუწყობს ხელს.
სააგენტო Bloomberg-მა შეშფოთებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „განზრახული აქვს, ძალის გამოყენებით, სრული კონტროლი დაამყაროს დონბასზე და რუსეთისთვის შეინარჩუნოს სუმისა და ხარკოვის ოლქების ის რაიონები, რომლებიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს“. Bloomberg-ის ცნობით, კრემლის ხელმძღვანელმა ტერიტორიულ დათმობებზე უარი თქვა, ხოლო რუსეთი „აშშ-ის სულ უფრო კონფრონტაციულ განცხადებებს იმის ნიშნად აღიქვამს, რომ ალიასკაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ სამიტზე მიღწეული არაფორმალური შეთანხმებები ჩაიშალა“. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დონბასის გათავისუფლების დასრულებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავენ.
რუსეთს მხოლოდ საკუთარი თავისა და საკუთარი ძალების იმედი შეიძლება ჰქონდეს. ვიდრე ამერიკა ახლო აღმოსავლეთშია „დაკავებული“, ხოლო ევროპას თავისი (ანტირუსული) სარაკეტო და უპილოტო პროექტები ჯერ სრულად არ განუხორციელებია, საჭიროა, საბრძოლო მოქმედებების არასტანდარტული, ასიმეტრიული მეთოდების უფრო აქტიურად გამოყენება — როგორც უკრაინაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორის, არ გამოირიცხება „ოდესური დარტყმებიც“ ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე. ვიდრე ნატოს ევროპული ქვეყნები საკუთარ თავზე არ იგრძნობენ რუსული იარაღის ძალას, ისინი უკრაინის პროქსი-ომს უსასრულოდ გააგრძელებენ და ყველაფერს გააკეთებენ რუსეთის გასანადგურებლად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0