რას ვჭამთ: თბილისში ერთ-ერთ საკონდიტროს დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერდა

© photo: press-service Food agency of Georgiaსაკონდიტრო ნაწარმის შემოწმება
საკონდიტრო ნაწარმის შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე საკონდიტრო საწარმოს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს ,,თამპა“ (მისამართი: ქსნის ქუჩა N12) არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

აღნიშნული დარღვევების გამო ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და რეგისტრაციამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით განახორციელონ.
ყველა ახალი ამბავი
0