მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ეროვნული უსაფრთხოება ამერიკულად: პენტაგონმა სიაში რუსეთის 33 უნივერსიტეტი შეიყვანა

პენტაგონი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსული უნივერსიტეტები ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც ზრდის აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგების უკანონო გამოყენების რისკს.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის 33 უმაღლესი სასწავლებელი შეიყვანა იმ დაწესებულებათა სიაში, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიების გადაცემის თავიდან აცილებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ.
კერძოდ, პენტაგონი მიიჩნევს, რომ რუსული უნივერსიტეტები ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც ზრდის აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგების უკანონო გამოყენების რისკს.
აშშ-ის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ მიჩნეულ უნივერსიტეტებს შორისაა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლა და ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.
ეს სია მოიცავს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთისა და ირანის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებსაც - სულ 130 ორგანიზაციას.
პენტაგონმა ამერიკელ მკვლევრებს, აკადემიურ დაწესებულებებსა და სამრეწველო პარტნიორებს ურჩია, „განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ“ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის, დაფინანსების ან მონაცემთა გაზიარების საკითხების განხილვისას.
ყველა ახალი ამბავი
0