https://sputnik-georgia.com/20260724/mkvleloba-veraze-prokuraturam-dakavebuls-brali-warudgina-299793068.html
მკვლელობა ვერაზე: პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
მკვლელობა ვერაზე: პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, ბრალდებულთან შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდები მანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც მათ კაპანაძემ ცეცხლი გაუხსნა. 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T20:04+0400
2026-07-24T20:04+0400
2026-07-24T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. შემთხვევა 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. "შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამავე ქმედებით ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო. უწყების ცნობით, 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. "პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული GLOCK 34 GEN 4 და ARMALITE SPR MOD 1 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა", - ნათქვამია განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე მუხლებით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში
მკვლელობა ვერაზე: პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
უწყების ცნობით, ბრალდებულთან შელაპარაკების შემდეგ ახალგაზრდები მანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც მათ კაპანაძემ ცეცხლი გაუხსნა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.
შემთხვევა 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.
"შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული GLOCK 34 GEN 4 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ამავე ქმედებით ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
უწყების ცნობით, 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები.
"პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული GLOCK 34 GEN 4 და ARMALITE SPR MOD 1 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა", - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე მუხლებით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.