https://sputnik-georgia.com/20260724/erts-tu-seexebi-yvela-dairrveva-prezidentma-saxelmwufos-svidi-sayrdeni-daasaxela-299786457.html
ერთს თუ შეეხები ყველა დაირღვევა: პრეზიდენტმა სახელმწიფოს შვიდი საყრდენი დაასახელა
ერთს თუ შეეხები ყველა დაირღვევა: პრეზიდენტმა სახელმწიფოს შვიდი საყრდენი დაასახელა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე საქართველო უნდა ეყრდნობოდეს ღირებულებებს, რომლებიც მართლმადიდებლური ტრადიციასა და ილია ჭავჭავაძის დანატოვარზე ჩამოყალიბდა 24.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-24T13:55+0400
2026-07-24T13:55+0400
2026-07-24T13:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043955_0:72:1364:839_1920x0_80_0_0_78ea410b0c3f56905430f516696ac66e.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თანამედროვე ქართული სახელმწიფო უნდა აშენდეს შვიდ ძირითად ღირებულებაზე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა Imedi Live-ის ეთერში.პრეზიდენტის თქმით, დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე, რომლებსაც მან ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი უწოდა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ სამი მათგანი - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მემკვიდრეობაა, ხოლო დანარჩენი ოთხი - მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ასახავს დიდი ქართველი პოეტის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებმა დაეხმარა საქართველოს საკუთარი თავის შენარჩუნებაში სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ომების, დაქსაქსულობისა და სხვა ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად.ამავდროულად, ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი გლობალური გამოწვევების პირობებში ეს საყრდენები ბევრ ქვეყანაში მოირღვა.„ყველას მოგვწონს დასავლეთ ევროპა, ხუროთმოძღვრების ძეგლები, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს შენობები არის მუზეუმის რეჟიმში. ჩვენ ამ ყველაფერს გადავრჩით და ეს ცოცხალი პროცესია“, - განაცხადა მან.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამშობლოს შეგრძნება ადამიანის ყოველდღიურობაში, ნებისმიერ პროფესიაში უნდა არსებობდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/03/296043955_0:0:1364:1023_1920x0_80_0_0_49051b96c59cc3b8ab73cc3a78595153.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ერთს თუ შეეხები ყველა დაირღვევა: პრეზიდენტმა სახელმწიფოს შვიდი საყრდენი დაასახელა
პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე საქართველო უნდა ეყრდნობოდეს ღირებულებებს, რომლებიც მართლმადიდებლური ტრადიციასა და ილია ჭავჭავაძის დანატოვარზე ჩამოყალიბდა
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თანამედროვე ქართული სახელმწიფო უნდა აშენდეს შვიდ ძირითად ღირებულებაზე: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა Imedi Live-ის ეთერში.
პრეზიდენტის თქმით, დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე, რომლებსაც მან ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი უწოდა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ სამი მათგანი - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მემკვიდრეობაა, ხოლო დანარჩენი ოთხი - მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ასახავს დიდი ქართველი პოეტის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას.
„ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ეს ისეთი ღირებულებებია, რომ ერთსაც ვერ შევეხებით, ერთიც რომ უგულვებელვყოთ, დაირღვევა მთავარი. ეს ის ღირებულებებია, რომლის გამოცდილებაზეც დღევანდელი საქართველო და ქართველი არსებობს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებმა დაეხმარა საქართველოს საკუთარი თავის შენარჩუნებაში სახელმწიფოებრიობის დაკარგვის, ომების, დაქსაქსულობისა და სხვა ისტორიული ქარტეხილების მიუხედავად.
ამავდროულად, ყაველაშვილის თქმით, დღევანდელი გლობალური გამოწვევების პირობებში ეს საყრდენები ბევრ ქვეყანაში მოირღვა.
„ყველას მოგვწონს დასავლეთ ევროპა, ხუროთმოძღვრების ძეგლები, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს შენობები არის მუზეუმის რეჟიმში. ჩვენ ამ ყველაფერს გადავრჩით და ეს ცოცხალი პროცესია“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სამშობლოს შეგრძნება ადამიანის ყოველდღიურობაში, ნებისმიერ პროფესიაში უნდა არსებობდეს.