ახალციხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

© photo: Sputnik / Stringerწყალდიდობა
წყალდიდობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ნათქვამია ადგილობრივი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად სოფელში არსებული ხევი ადიდდა, რის შედეგადაც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა შიდა გზა და სოფელში გადაადგილების პრობლემა შექმნა.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად.
სტიქიამ პრობლემები ადიგენის მუნიციპალიტეტშიც შექმნა, სადაც გუშინ გვიან ღამით რამდენიმე სოფელში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.
ყველა ახალი ამბავი
0