ადიგენის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა: სტიქიამ სახლები და ავტომობილები დააზიანა

© courtesy of Emergency Management Serviceმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2026
გამოწერა
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, იუწყება "პირველი არხი".
მეწყერი გვიან ღამით სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
"აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლების ჩასვლა, რათა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია მომავალში", - განაცხადა მან.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0