https://sputnik-georgia.com/20260723/zedamxedvelobis-departamentma-bunebrivi-resursebit-mosargeble-obieqtebi-seamowma-sedegebi-299768952.html
ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე ობიექტები შეამოწმა: შედეგები
ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე ობიექტები შეამოწმა: შედეგები
Sputnik საქართველო
გეგმური შემოწმებების პარალელურად, დეპარტამენტის ინსპექტორები არაგეგმურ ინსპექტირებებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ. 23.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-23T12:30+0400
2026-07-23T12:30+0400
2026-07-23T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266414183_128:0:1152:576_1920x0_80_0_0_ccaa0a52b387f92c8ad0a58b8b5d067f.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რეგულირების ობიექტების 2411 ინსპექტირება განახორციელეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, განხორციელდა 190 რეგულირების ობიექტის (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმური და არაგეგმური შემოწმება. მათ შორის:39 - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 10 – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 9 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდეტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება; 6 - სოჭის გირჩით/თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 1 - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება 120 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება. 2026 წლის 6 თვეში 130 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით. 2026 წელს დეპარტამენტი ჯამში 125 რეგულირების ობიექტის გეგმურ შემოწმებას განახორციელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულირების ობიექტების შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმური ინსპექტირებაა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს. გეგმური შემოწმებების პარალელურად, დეპარტამენტის ინსპექტორები მოქალაქეების განცხადებებისა და სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე არაგეგმურ ინსპექტირებებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266414183_256:0:1024:576_1920x0_80_0_0_9784ac244b93ad095208cd05182c2f8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება
ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე ობიექტები შეამოწმა: შედეგები
გეგმური შემოწმებების პარალელურად, დეპარტამენტის ინსპექტორები არაგეგმურ ინსპექტირებებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რეგულირების ობიექტების 2411 ინსპექტირება განახორციელეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, განხორციელდა 190 რეგულირების ობიექტის (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმური და არაგეგმური შემოწმება. მათ შორის:
39 - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება;
10 – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება;
9 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდეტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება;
6 - სოჭის გირჩით/თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება;
3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება;
1 - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება
120 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.
2026 წლის 6 თვეში 130 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით.
2026 წელს დეპარტამენტი ჯამში 125 რეგულირების ობიექტის გეგმურ შემოწმებას განახორციელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულირების ობიექტების შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმური ინსპექტირებაა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
გეგმური შემოწმებების პარალელურად, დეპარტამენტის ინსპექტორები მოქალაქეების განცხადებებისა და სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე არაგეგმურ ინსპექტირებებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ.