საქართველოში მობილური ნომრების რაოდენობა 15 წელზე უფროსი ასაკის პირთა რაოდენობას აჭარბებს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მობილურ ოპერატორებს 4,3 მილიონი აბონენტი ჰყავთ, აქედან ყოველი მეოთხე მობილურ ინტერნეტს არ იყენებს.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 2026 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს მობილურ ოპერატორებს 4,3 მილიონი აბონენტი ჰყავდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 წელზე უფროსი ასაკის ყველა მაცხოვრებელს მინიმუმ ერთი ტელეფონის ნომერი აქვს, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე.
უწყების მონაცემებით, ქართველები, როგორც წესი, მობილურ ტელეფონებზე დღეში არაუმეტეს 1,5 წუთის განმავლობაში საუბრობენ და ორ-სამ ზარს ახორციელებენ. გარდა ამისა, აბონენტები თვეში საშუალოდ 11 მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აგზავნიან.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტ დროს საუბრებზე ხარჯავენ „სელფის“ აბონენტები, ხოლო „მაგთის“ აბონენტები - ყველაზე ნაკლებს. ყველაზე მეტ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას Silknet-ის აბონენტები აგზავნიან, ხოლო „სელფის“ აბონენტები ყველაზე „თავშეკავებულები“ არიან.
საქართველოში აბონენტების 25% არ იყენებს მობილურ ინტერნეტს. ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ 3,3 მილიონ აბონენტს აქვს. ამასთან, კვლევის თანახმად, ქართველ აბონენტებს ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი, ვის აქვს უკეთესი ინტერნეტი - Silknet-ს თუ Magti-ს - ისინი ორ თანაბარ ბანაკად არიან დაყოფილები.
ყველა ახალი ამბავი
0