საქართველოს უმეტეს ნაწილში ისევ გაწვიმდება

© photo: Sputnik / Stringerუამინდობა დიდ დიღომში
უამინდობა დიდ დიღომში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, წვიმასთან ერთად შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი წვიმაა ნავარაუდევი.
უწყების ცნობით, წვიმასთან ერთად შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაც.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა.
ყველა ახალი ამბავი
0