https://sputnik-georgia.com/20260723/saqartvelo-evropasa-da-azias-soris-saaviacio-habis-statuss-imyarebs-299766316.html
საქართველო ევროპასა და აზიას შორის საავიაციო ჰაბის სტატუსს იმყარებს
საქართველო ევროპასა და აზიას შორის საავიაციო ჰაბის სტატუსს იმყარებს
Sputnik საქართველო
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების გავლით 21.500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. 23.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-23T10:45+0400
2026-07-23T10:45+0400
2026-07-23T10:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/40/228834040_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_158de6000d2201e2b3be9f45fa8e4f6a.jpg
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 2026 წლის პირველ ნახევარში 29%-ით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.მოსეშვილის თქმით, საქართველოს აეროპორტებში სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებიდან 21.500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.„სატვირთო გადაზიდვებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა მოსეშვილმა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მიმართულებით მოძრავი ტვირთების ნაწილმა, მათ შორის აზიის ქვეყნებიდან, საქართველოზე გაიაროს, მოხდეს მათი ჩამოტანა, დახარისხება და შემდეგ დისტრიბუცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავიაციის სექტორის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის სტატუსის, როგორც რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მოსეშვილმა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის სატვირთო ტერმინალებისა და თანამედროვე სისტემების განვითარება, რაც ტვირთების უფრო ხარისხიან, სწრაფ, მარტივ და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს.საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ივლისის დასაწყისში ხელისუფლებამ განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მასშტაბური გაფართოების პროექტის დაწყების შესახებ. გარდა ამისა, იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ყველა ტიპის დიდი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავის მიღებას შეძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22883/40/228834040_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_0d07a0e363d32d030c1580f65d5e646a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო ევროპასა და აზიას შორის საავიაციო ჰაბის სტატუსს იმყარებს
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტების გავლით 21.500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 2026 წლის პირველ ნახევარში 29%-ით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
მოსეშვილის თქმით, საქართველოს აეროპორტებში სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს აეროპორტებიდან 21.500 ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა.
„სატვირთო გადაზიდვებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა აძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს დამაკავშირებელი ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მიმართულებით მოძრავი ტვირთების ნაწილმა, მათ შორის აზიის ქვეყნებიდან, საქართველოზე გაიაროს, მოხდეს მათი ჩამოტანა, დახარისხება და შემდეგ დისტრიბუცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავიაციის სექტორის გაძლიერებისა და განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის სტატუსის, როგორც რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის სატვირთო ტერმინალებისა და თანამედროვე სისტემების განვითარება, რაც ტვირთების უფრო ხარისხიან, სწრაფ, მარტივ და ეფექტიან დამუშავებას უზრუნველყოფს.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ივლისის დასაწყისში ხელისუფლებამ განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მასშტაბური გაფართოების პროექტის დაწყების შესახებ. გარდა ამისა, იგეგმება ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ყველა ტიპის დიდი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავის მიღებას შეძლებს.