მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უკრაინის საკითზე სამუშაო არხებით გრძელდება - პესკოვი

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
კრემლი იმედოვნებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები შეძლებენ მოსკოვში ჩასვლას და სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით პირისპირ დისკუსიების გაგრძელებას.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. მოსკოვი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან დიალოგს სამუშაო არხებით აგრძელებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ამერიკელებთან არსებული სამუშაო არხებით“, - თქვა მან.
პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა კონფლიქტის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევის შესაძლო დაჩქარებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით კონტაქტები მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროისთვის პროცესის დაჩქარებაზე საუბარი არ არის.
მისი თქმით, კრემლი იმედოვნებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები შეძლებენ მოსკოვში ჩასვლას და სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით პირისპირ დისკუსიების გაგრძელებას.
„ვიმედოვნებთ, რომ როდესაც ამერიკელი მომლაპარაკებლები გათავისუფლდებიან, ჩვენ გავაგრძელებთ პირისპირ კომუნიკაციას; ისინი შეძლებენ მოსკოვში ჩამოსვლას და ჩვენი დიალოგის გაგრძელებას“, - თქვა მან.
კრემლის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ღია რჩება უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესისთვის.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები კიევს საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ უბიძგებენ, რუსეთიც აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს.
ხუთშაბათს კი მანილაში ერთმანეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა უკრაინის კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია რომ მიმდინარეობს კიევის რეჟიმის გაძლიერებული შეიარაღება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონტაქტებს საგარეო საქმეთა სამინისტროების ხაზით.
ყველა ახალი ამბავი
0