რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - 6 თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerვაკე. ჭავჭავაძის გამზირი
ვაკე. ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეები ახორციელებენ
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივნისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 18,7%-ით გაიზარდა - გაიყიდა 22,4 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 33,2%-ით და 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 21,8%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 22,1%-ით.
თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეები ახორციელებენ - უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა 2026 წლის იანვარ-ივნისში მხოლოდ 10% შეადგინა.
2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით ქალაქის ცენტრში 15,6%-ით, ფართო ცენტრში 10,2%-ით, ხოლო გარეუბანში 8,5%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 12,9%-ით მოიმატა.
2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 10,2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9,5%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 14,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11,7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9,5%-ით გაიზარდა.
2026 წლის ივნისში კი თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4.484 ერთეული შეადგინა და გასული წლის ივნისთან შედარებით 34,7%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 53,9%-ით, 387 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.
კომპანიის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2024 წელთან შედარებით 3,1%-ით გაიზარდა - 41,6 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0