https://sputnik-georgia.com/20260723/premieris-viziti-singapursi-maka-boworisvilma-tanamsromlobis-prespeqtivebze-isaubra-299776819.html
პრემიერის ვიზიტი სინგაპურში: მაკა ბოჭორიშვილმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა
პრემიერის ვიზიტი სინგაპურში: მაკა ბოჭორიშვილმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
თბილისი სინგაპურის მარშრუტს აზიასთან კავშირების გაძლიერების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილად განიხილავს. 23.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-23T16:48+0400
2026-07-23T16:48+0400
2026-07-23T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440439_0:144:1600:1044_1920x0_80_0_0_14e5c8342fc758b6ae0142f9a03fd6ae.jpg
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ასევე აზიის რეგიონთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან, ქვეყნის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან და პარლამენტის თავმჯდომარე სია კიან პენთან.მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.„ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით, დამთავრებული ლოჯისტიკური ცენტრის გამოცდილებით. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სინგაპურისგან როგორც ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ისე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.ბოჭორიშვილის თქმით, სინგაპური მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აზიურ სახელმწიფოებთან კავშირების განვითარების კონტექსტში.„საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირები სინგაპურისთვის, სწორედ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. სწორედ ამისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440439_8:0:1592:1188_1920x0_80_0_0_a37e1b78da8de50b2b4908d0c4995e48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პრემიერის ვიზიტი სინგაპურში: მაკა ბოჭორიშვილმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა
თბილისი სინგაპურის მარშრუტს აზიასთან კავშირების გაძლიერების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილად განიხილავს.
თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების, ასევე აზიის რეგიონთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან, ქვეყნის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან და პარლამენტის თავმჯდომარე სია კიან პენთან.
„საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
„ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით, დამთავრებული ლოჯისტიკური ცენტრის გამოცდილებით. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია სინგაპურისგან როგორც ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ისე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, სინგაპური მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აზიურ სახელმწიფოებთან კავშირების განვითარების კონტექსტში.
„საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირები სინგაპურისთვის, სწორედ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. სწორედ ამისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.