ჯუმბერ ლეჟავა: რეკორდსმენი და მოგზაური

გამოწერა
ჯუმბერ ლეჟავა — ცნობილი ქართველი მოგზაურია, რომელმაც მსოფლიო ველოსიპედით შემოიარა. იგი ექვსივე კონტინენტზე, ანტარქტიდაზეც კი იმყოფებოდა და ველოსიპედით 264 ათასი კილომეტრი დაფარა.
„გინესის რეკორდების წიგნის“ მრავალგზის რეკორდსმენი და სპორტის ცნობილი მოღვაწე, ცხრაწლიანი მოგზაურობის პერიოდში 234 ქვეყანაში იმყოფებოდა.
ჯუმბერ ლეჟავა თბილისში 1939 წლის 23 ივლისს დაიბადა და 75 წელი იცოცხლა. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა, რომლის დახმარებითაც მან სრული რეაბილიტაცია შეძლო.
90-იანი წლების დასაწყისში ჯუმბერ ლეჟავამ იატაკიდან აზიდვებში რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასე მოხვდა მისი სახელი პირველად „გინესის რეკორდების წიგნში“. დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ იგი 1993 წლის 13 აგვისტოს გაემგზავრა დასამშობლოში 2002 წლის ნოემბერში დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0