იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
პოლიციამ ბრალდებული მას შემდეგ დააკავა, რაც ის პოლიციის განყოფილებაში თავად გამოცხადდა.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 22 ივლისს თბილისში მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა იუმორისტ, სამოქალაქო აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე თავად გამოცხადდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, სადაც ის ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. რამდენიმე დღის წინ მან პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა.
ყველა ახალი ამბავი
0