ევროკავშირმა ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკავშირის სიმბოლიკა ბრიუსელში
ევროკავშირის სიმბოლიკა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
საქართველო ასევე მოხვდა კრიპტოვალუტების გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შემზღუდავ ღონისძიებებში.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა მეორადი შეზღუდვები საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე - სატრანზაქციო აკრძალვა ვრცელდება საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ 14 მომსახურების პლატფორმაზე, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ანტირუსული სანქციების ახალი 21-ე პაკეტის ფარგლებში შეზღუდვები დააწესა 48 ფიზიკური და 170 იურიდიული პირის მიმართ.
კერძოდ, ევროკავშირმა აკრძალა ყველა ფინანსური და კომერციული ტრანზაქცია ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.
ევროკავშირის საბჭოს ვერსიით, საწარმო დაკავებულია რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადამუშავებით, საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლით.
იმისათვის, რომ ევროპელ ოპერატორებს ჰქონდეთ დრო, დაასრულონ თავიანთი მიმდინარე კონტრაქტები, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ტრანზაქციების აკრძალვა ამოქმედდება გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ექვსი თვის შემდეგ.
გარდა ამისა, საქართველო ასევე მოხვდა კრიპტოვალუტების გამოყენებით სანქციებისგან თავის არიდების შემზღუდავ ღონისძიებებში. ევროკავშირმა სატრანზაქციო აკრძალვა გაავრცელა 14 კრიპტო პლატფორმაზე, რომლებიც რეგისტრირებულია რამდენიმე იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, პანამაში, ყირგიზეთში, ბელარუსსა და მარშალის კუნძულებზე.
ივლისის დასაწყისში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელმა, Black Sea Petroleum-მა, განაცხადა რომ უახლოეს თვეებში რუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0