https://sputnik-georgia.com/20260722/zodelava-vivamedidan-rustavis-cixeshi-daabrunes-299762699.html
მურთაზ ზოდელავა „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში დააბრუნეს
მურთაზ ზოდელავა „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში დააბრუნეს
Sputnik საქართველო
მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T17:21+0400
2026-07-22T17:21+0400
2026-07-22T17:21+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღების საქმეზე მსჯავრდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა „ვივამედის“ კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს, განაცხადა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. ზოდელავას, რომელსაც ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" თავბრუსხვევით 17 ივლისს გადაიყვანეს.ჩხაიძის განცხადებით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მან კლინიკა 20 ივლისს დატოვა. მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოდელავამ რუსთავის ციხის საკანში ინსულტი გადაიტანა, თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მსჯავრდებული, წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით გადაიყვანეს. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად კი ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა. პენიტეციური სამსახურის განცხადებით, მიუხედავად ზოდელავას მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, ის კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით რამდენიმე დღე დატოვეს. პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
მურთაზ ზოდელავა „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში დააბრუნეს
მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღების საქმეზე მსჯავრდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა „ვივამედის“ კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს, განაცხადა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
ზოდელავას, რომელსაც ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" თავბრუსხვევით 17 ივლისს გადაიყვანეს.
ჩხაიძის განცხადებით, ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მან კლინიკა 20 ივლისს დატოვა.
მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოდელავამ რუსთავის ციხის საკანში ინსულტი გადაიტანა, თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მსჯავრდებული, წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით გადაიყვანეს. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად კი ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
პენიტეციური სამსახურის განცხადებით, მიუხედავად ზოდელავას მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, ის კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით რამდენიმე დღე დატოვეს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.