https://sputnik-georgia.com/20260722/tkis-xanzrebi-mosaxleobas-siprtxilisken-mouwodeben-299752648.html
ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
Sputnik საქართველო
მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T10:25+0400
2026-07-22T10:25+0400
2026-07-22T11:04+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
ხანძრები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/04/289739275_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_6940438055e626ba7da3eb2a2ff42bcd.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები.სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი, სტატისტიკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუდევრობაა. ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები - „დაიცავი ტყეში ქცევის წესები". QR-კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან -თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/04/289739275_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_a1a4a0b1e1d35b34a445af7801b72482.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები, ხანძრები საქართველოში
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები, ხანძრები საქართველოში
ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
10:25 22.07.2026 (განახლებულია: 11:04 22.07.2026) მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები.
სააგენტოს ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი, სტატისტიკის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუდევრობაა.
„საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, - განაცხადა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ.
ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები - „დაიცავი ტყეში ქცევის წესები". QR-კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე.
ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან -თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.