საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი: 2026 წლის პირველი ნახევარი

გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 1,9 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია.
ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ტრადიციულად რუსეთი ინარჩუნებს — 307,1 მლნ დოლარით, მეორე ადგილზეა თურქეთი — 255 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე ისრაელი — 222,7 მლნ დოლარით. სამივე ქვეყნის შემთხვევაში მაჩვენებლები შემცირებულია. მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებმაც საქართველოში ტურიზმზე 99 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც 42%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0