https://sputnik-georgia.com/20260722/saqartvelos-5-banki-nasdaq-calypso-platpormaze-gadadis-299759049.html
საქართველოს ხუთი კომერციული ბანკი Nasdaq Calypso-ს პლატფორმაზე გადადის
საქართველოს ხუთი კომერციული ბანკი Nasdaq Calypso-ს პლატფორმაზე გადადის
Sputnik საქართველო
სებ-ის განცხადებით, Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო... 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T14:51+0400
2026-07-22T14:51+0400
2026-07-22T14:51+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მთელ სექტორში ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) პრეზიდენტმა ნათია თურნავამ Nasdaq Calypso სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. Nasdaq Calypso არის მსოფლიოში წამყვანი ფინანსური პლატფორმა, რომელიც ბანკებსა და კაპიტალის ბაზრებს სახაზინო ოპერაციების, რისკების და ანგარიშსწორებების ერთიან სისტემაში მართვაში ეხმარება. იგი უზრუნველყოფს სავალუტო, საპროცენტო და წარმოებული ინსტრუმენტების სრულ ავტომატიზაციას.ქართული კომერციული ბანკები – „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ – სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso-ის სისტემის მეშვეობით მოახდენენ. Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას. თურნავას თქმით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თავის მხრივ, როგორც Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაგნუს ჰაგლინდიმ აღნიშნა, საქართველო არის საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია „საზიარო ინფრასტრუქტურის“ მოდელს რეალური სარგებელი მოუტანოს როგორც ცალკეულ ფინანსურ ინსტიტუტებს, ისე მთლიანად ქვეყნის ფინანსურ სისტემას.„საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა“ (GMAP) წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩოპროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, – განაცხადა ჰაგლინდმა. მისი თქმით, Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება.სებში აღნიშნავენ, რომ Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ხუთი კომერციული ბანკი Nasdaq Calypso-ს პლატფორმაზე გადადის
სებ-ის განცხადებით, Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მთელ სექტორში ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) პრეზიდენტმა ნათია თურნავამ Nasdaq Calypso სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.
Nasdaq Calypso არის მსოფლიოში წამყვანი ფინანსური პლატფორმა, რომელიც ბანკებსა და კაპიტალის ბაზრებს სახაზინო ოპერაციების, რისკების და ანგარიშსწორებების ერთიან სისტემაში მართვაში ეხმარება. იგი უზრუნველყოფს სავალუტო, საპროცენტო და წარმოებული ინსტრუმენტების სრულ ავტომატიზაციას.
ქართული კომერციული ბანკები – „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ – სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso-ის სისტემის მეშვეობით მოახდენენ.
Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით ინერგება და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
„საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკის ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე გადაყვანით, ჩვენ ხელს ვუწყობთ რისკის მართვის, მარეგულირებელი ზედამხედველობისა და ოპერაციული მდგრადობის სტანდარტის ამაღლებას მთელ სექტორში. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, შევქმნათ ისეთი ძლიერი და გამჭვირვალე ფინანსური ბაზარი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს და მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, საქართველოს სახაზინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტი და ქვეყნის ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
თავის მხრივ, როგორც Nasdaq-ის კაპიტალის ბაზრების ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაგნუს ჰაგლინდიმ აღნიშნა, საქართველო არის საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია „საზიარო ინფრასტრუქტურის“ მოდელს რეალური სარგებელი მოუტანოს როგორც ცალკეულ ფინანსურ ინსტიტუტებს, ისე მთლიანად ქვეყნის ფინანსურ სისტემას.
„საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამა“ (GMAP) წარმოადგენს ზუსტად ისეთ სტრუქტურირებულ, ქვეყნის დონის ჩარჩოპროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მასშტაბის ტრანსფორმაციის წარმატებას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ ინიციატივაში და დავეხმაროთ საქართველოს საბანკო სექტორს ისეთი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც მას ესაჭიროება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის“, – განაცხადა ჰაგლინდმა.
მისი თქმით, Nasdaq-ის მასშტაბური მოდერნიზაციის პროგრამების მართვის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიები იღებენ წვდომას ღრმა ინსტიტუციურ ცოდნაზე და განვითარების შესაძლებლობაზე ისე, რომ არ უწევთ სრული ხარჯების, რისკებისა თუ ოპერაციული სირთულეების დამოუკიდებლად აღება.
სებში აღნიშნავენ, რომ Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში.