https://sputnik-georgia.com/20260722/saqartvelo-da-singapuri-tanamshromlobas-agrmaveben-299761300.html
საქართველო და სინგაპური ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველო და სინგაპური ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში თანამშრომლობას აღრმავებენ
Sputnik საქართველო
სინგაპურელ კოლეგასთან შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის... 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T16:53+0400
2026-07-22T16:53+0400
2026-07-22T16:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/16/299757494_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_920d6abdbba8d7667ec210197d08fd6b.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველომ და სინგაპურმა ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური. სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბის განვითარებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები, აეროპორტები და სხვ. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის კონტექსტში. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა „შუა დერეფნის“ კონტექსტში. დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საზღვაო-ლოჯისტიკურ სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების პროცესში, საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო ავიაციის სექტორში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/16/299757494_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_b6eda9f4e61a72ed4e30623b39026f07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ანაკლია, ახალი ამბები
საქართველო და სინგაპური ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროებში თანამშრომლობას აღრმავებენ
სინგაპურელ კოლეგასთან შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველომ და სინგაპურმა ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობაზე.
მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბის განვითარებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები, აეროპორტები და სხვ. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის კონტექსტში.
ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა „შუა დერეფნის“ კონტექსტში.
დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საზღვაო-ლოჯისტიკურ სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების პროცესში, საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო ავიაციის სექტორში.