https://sputnik-georgia.com/20260722/sanaias-14-dgit-patimroba-sheeparda-299758237.html
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T14:25+0400
2026-07-22T14:25+0400
2026-07-22T14:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“. ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცოტა ხნის წინ დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. სანაიას პოსტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. სასამართლომ ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, სხვა სტატუსის გამო 6 ათასი ლარით დააჯარიმა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, ვახო სანაია იყო პირველი პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკური პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მესამე ფაქტს ედავებოდა. ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს. 1-ელი ივლისის მონაცემებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა. სიძულვილის ენით საუბარსა და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე. მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად. სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. სიძულვილის ენის მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქციები, მათ შორის ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა. საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა: ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცოტა ხნის წინ დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. სანაიას პოსტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. სასამართლომ ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, სხვა სტატუსის გამო 6 ათასი ლარით დააჯარიმა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელის, მარიამ კერესელიძის განცხადებით, ვახო სანაია იყო პირველი პირი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო პოლიტიკური პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მესამე ფაქტს ედავებოდა.
„სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათის, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა“, - განაცხადა მან.
ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.
1-ელი ივლისის მონაცემებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა
შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირებაა, ფუნქციონირება 1-ელ ივნისს დაიწყო. სამმართველოს უფროსად იურისტი თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა, საწყის ეტაპზე სტრუქტურა 10 საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა.
სიძულვილის ენით საუბარსა და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება არ არის დამოკიდებული კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე. მასზე რეაგირება შს სამინისტროს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, მიიჩნია თუ არა შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად.
სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.
სიძულვილის ენის მონიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქციები, მათ შორის ფულადი სახდელი და ადმინისტრაციული პატიმრობა.
საქართველოში საჯარო მოწოდებები ზეპირი, წერილობითი ან გამოხატვის სხვა საშუალებებით ძალადობრივი ქმედებებისკენ, რაც მიზნად ისახავს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნით პირთა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს თუ ეს მოწოდება ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.