რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnikფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2026
გამოწერა
ექსპორტმა 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 20,%-ით მეტია.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5,8%-ით გაიზარდა და 13 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 9 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7%-ით ნაკლები.
ექსპორტმა 3,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 20,%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, მედიკამენტები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
2026 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტად გაიზარდა ნავთობპროდუქტების (974,3%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (287,4%), ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (74,3%-ით) და ფეროშენადნობების (54%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების - 22,9%-ით, სპირტიანი სასმელების - 7,4%-ით და ღვინის - 3,7%-ით ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (95 486,1%), დიოდების, ტრანზისტორებისა და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოების (443,0%) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (237,1%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სატვირთო მსუბუქი ავტომობილების (16,7%-ით) და გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების (0,5%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,8%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0