https://sputnik-georgia.com/20260722/qvrivishvili-changis-aeroporti-vazianis-proeqtis-tendershi-miigebs-monawileobas-299764853.html
ქვრივიშვილი: ჩანგის აეროპორტი ვაზიანის აეროპორტის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას
ქვრივიშვილი: ჩანგის აეროპორტი ვაზიანის აეროპორტის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, სინგაპურულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი... 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T20:55+0400
2026-07-22T20:55+0400
2026-07-22T20:55+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299542824_0:221:2048:1373_1920x0_80_0_0_7a4e5e657393eb972bcbbb8458cf4f59.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ვაზიანის აეროპორტის პროექტი ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Singapore Changi Airport-ის მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ.საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს.ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს.ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სინგაპურულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოაცხადებს.მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში აქვს.სინგაპურის ჩანგის აეროპორტი (Singapore Changi Airport) მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და მაღალტექნოლოგიურ ავიაციურ ჰაბად მიიჩნევა.ახალი აეროპორტისაქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავებაზე.2026 წლის ივნისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თბილისში, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დაიწყება და 2031 წლის ბოლომდე დასრულდება. არსებულ აეროპორტთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება.როგორც ადრე ხელისუფლებამ განაცხადა, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/08/299542824_0:29:2048:1565_1920x0_80_0_0_6b35e562e825971a5f3d6a9aacd53b53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: ჩანგის აეროპორტი ვაზიანის აეროპორტის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას
მინისტრის თქმით, სინგაპურულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოაცხადებს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ვაზიანის აეროპორტის პროექტი ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Singapore Changi Airport-ის მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორ იუჯინ განს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სწრაფი ზრდის დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დღეს 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს და რეისებს ასრულებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.
ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლს.
ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სინგაპურულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შესარჩევად გამოაცხადებს.
„გვქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი - ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ, ფაქტობრივად, დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა კომპანიის შერჩევის ტენდერში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში აქვს.
სინგაპურის ჩანგის აეროპორტი (Singapore Changi Airport) მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და მაღალტექნოლოგიურ ავიაციურ ჰაბად მიიჩნევა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავებაზე.
2026 წლის ივნისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თბილისში, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დაიწყება და 2031 წლის ბოლომდე დასრულდება. არსებულ აეროპორტთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
როგორც ადრე ხელისუფლებამ განაცხადა, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.