მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საერთაშორისო პრემია „ევრაზია" მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას აგრძელებს

© photo : Национальный центр "Россия"პრემია „ევრაზიის" დაჯილდოების ცერემონია
პრემია „ევრაზიის დაჯილდოების ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2026
გამოწერა
გამარჯვებულებს გადაეცემათ მთავარი ჯილდო, დიპლომები და ფულადი პრიზები თითოეულ ნომინაციაში:
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო პრემია „ევრაზიის" — ევრაზიის ქვეყნების ტრადიციული ფასეულობებისა და თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განკუთვნილი ჯილდოს — ორგანიზატორები მონაწილეებისგან განაცხადებს 30 აგვისტომდე მიიღებენ.
2026 წელს ჯილდომ არაერთი ინოვაცია დანერგა: პროექტების პირისპირ პრეზენტაცია ჟიურის წინაშე მოსკოვში, სასწავლო პროგრამა ექსპერტების მენტორობითა და პრაქტიკუმებით, კურატორების დახმარება განაცხადის სრულყოფაში, ასევე შეხვედრები ფინალისტებთან გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით.
გარდა ამისა, გამარჯვებულები ინტეგრირდებიან ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია (АНО) „ევრაზიის" ეკოსისტემაში და ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ ექსპერტთა საზოგადოების წევრები და და პრემიის ამბასადორები. ორგანიზატორები ასევე ნერგავენ რეფერალურ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები მედიააქტივობისთვის ქულების დაგროვებას შეძლებენ.
ამასთან, მონაწილეები მიიღებენ აღიარებას და საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობას, მედიამხარდაჭერას და ახალ შესაძლებლობებს საკუთარი პროექტის განვითარებისთვის.
გამარჯვებულებს გადაეცემათ მთავარი ჯილდო, დიპლომები და ფულადი პრიზები თითოეულ ნომინაციაში: I ადგილისთვის – 1 მლნ რუბლი, II ადგილისთვის – 500 ათასი რუბლი, ხოლო III ადგილისთვის – 200 ათასი რუბლი. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 15 ოქტომბერს.
ორგანიზატორები მოუწოდებენ მონაწილეებს, განაცხადი წინასწარ შეავსონ, რათა კურატორებმა შეძლონ მათი დახმარება განაცხადის სრულწყოფაში. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პრემიის ვებგვერდსა და ტელეგრამ-არხზე – Премия Евразия.
ყველა ახალი ამბავი
0