https://sputnik-georgia.com/20260722/nino-tandilashvili-klimatis-mwvane-pondis-komitetis-tavmjdomared-airchies-299759952.html
კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო თანდილაშვილი აირჩიეს
კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო თანდილაშვილი აირჩიეს
Sputnik საქართველო
უწყების განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T16:13+0400
2026-07-22T16:13+0400
2026-07-22T16:13+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გაერო
საფრანგეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24054/77/240547793_0:0:1101:619_1920x0_80_0_0_2ab04c06371bf9c63ea317fd3e34c581.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ნინო თანდილაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი შეცვალა. მან წინამორბედს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და კომიტეტის წევრებს კი მისი კანდიდატურის მხარდაჭერისა და არჩევისთვის. ნინო თანდილაშვილი, როგორც ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ფონდის ფინანსებს, აუდიტსა და ეთიკურ ნორმებს გაუწევს ზედამხედველობას. ის აღნიშნულ თანამდებობასა და ასევე GCF-ის მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას 2027 წლის ბოლომდე დაიკავებს ეთიკისა და აუდიტის კომიტეტი კლიმატის მწვანე ფონდის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქცია ფონდის ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის წესების შესრულების ზედამხედველობა, ფინანსური კონტროლი, შიდა აუდიტის პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა. ეთიკისა და აუდიტის კომიტეტი შედგება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრებიც არიან. თანდილაშვილი ფონდის მმართველ საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს წარმოადგენს. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24054/77/240547793_98:0:993:671_1920x0_80_0_0_c6956200772d3713bb2630dae48bfaba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაერო, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაერო, საფრანგეთი , საზოგადოება, ახალი ამბები
კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო თანდილაშვილი აირჩიეს
უწყების განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო თანდილაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი შეცვალა. მან წინამორბედს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და კომიტეტის წევრებს კი მისი კანდიდატურის მხარდაჭერისა და არჩევისთვის.
„კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების გლობალურ დღის წესრიგში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნინო თანდილაშვილი, როგორც ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ფონდის ფინანსებს, აუდიტსა და ეთიკურ ნორმებს გაუწევს ზედამხედველობას. ის აღნიშნულ თანამდებობასა და ასევე GCF-ის მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას 2027 წლის ბოლომდე დაიკავებს
ეთიკისა და აუდიტის კომიტეტი კლიმატის მწვანე ფონდის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქცია ფონდის ეთიკისა და ინტერესთა კონფლიქტის წესების შესრულების ზედამხედველობა, ფინანსური კონტროლი, შიდა აუდიტის პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა.
ეთიკისა და აუდიტის კომიტეტი შედგება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებიც კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრებიც არიან. თანდილაშვილი ფონდის მმართველ საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს წარმოადგენს.
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება.