მთაწმინდის რაიონში 9900 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე - საქანელას ქუჩის მიმდებარედ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 9900 აბონენტს 23 ივლისის 23.00 სთ-დან 24 ივლისის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 24 ივლისის 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0