https://sputnik-georgia.com/20260722/kobaxidze-singapuris-pirvel-pirebs-shexvda-299752818.html
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პირველ პირებს შეხვდა: რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პირველ პირებს შეხვდა: რაზე ისაუბრეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T12:56+0400
2026-07-22T12:56+0400
2026-07-22T12:56+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_0:110:2048:1262_1920x0_80_0_0_6a1799bbb317adfc5d8580b23df3952e.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან და სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან შეხვედრებზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხები განიხილა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კობახიძე სინგაპურში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური სინგაპურის პირველ პირებსთან მართავს შეხვედრებს. უწყების ცნობით, სინგაპურელ კოლეგასთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება. შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები. ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. უწყების ცნობით, სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან შეხვედრისას კი ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე, როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვედრას გამართავს სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან, სადაც კობახიძემ მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან. საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 16 თებერვალს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, საზღვაო ტრანსპორტი და ინვესტიციები. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სინგაპურთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299183791_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_faa941d369bb8fc34be91f45fb6b8e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პირველ პირებს შეხვდა: რაზე ისაუბრეს მხარეებმა
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან და სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან შეხვედრებზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხები განიხილა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კობახიძე სინგაპურში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური სინგაპურის პირველ პირებსთან მართავს შეხვედრებს.
უწყების ცნობით, სინგაპურელ კოლეგასთან, ლოურენს ვონგთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობას ეფუძნება.
„მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკას და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში. მხარეებმა ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები.
ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
უწყების ცნობით, სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამთან შეხვედრისას კი ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე, როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე.
„საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვედრას გამართავს სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან, სადაც კობახიძემ მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.
პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 16 თებერვალს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, საზღვაო ტრანსპორტი და ინვესტიციები.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სინგაპურთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.