https://sputnik-georgia.com/20260722/bochorishvili-saqartvelo-da-singapurs-shoris-kavshirebis-gazliereba-mnishvnelovania-299759773.html
ბოჭორიშვილი: სინგაპურთან პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში
ბოჭორიშვილი: სინგაპურთან პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში
Sputnik საქართველო
ორი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა 22.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-22T15:03+0400
2026-07-22T15:03+0400
2026-07-22T15:03+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440439_0:144:1600:1044_1920x0_80_0_0_14e5c8342fc758b6ae0142f9a03fd6ae.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველო და სინგაპური დაინტერესებული არიან თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების შეფასებისას. ირაკლი კობახიძე სინგაპურში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. მინისტრის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი, სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი, ასევე ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. „პოტენციალი ნამდვილად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის საჭიროა ბიზნესკავშირების გაძლიერება. ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვედრას გამართავს სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან, სადაც კობახიძემ მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გუშინ გაემგზავრა - დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან. საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 16 თებერვალს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, საზღვაო ტრანსპორტი და ინვესტიციები. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სინგაპურთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/02/299440439_8:0:1592:1188_1920x0_80_0_0_a37e1b78da8de50b2b4908d0c4995e48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: სინგაპურთან პარტნიორობა გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონში
ორი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველო და სინგაპური დაინტერესებული არიან თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების შეფასებისას.
ირაკლი კობახიძე სინგაპურში დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს.
„ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ეს მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ისე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არამხოლოდ, უფრო ფართო რეგიონშიც“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი, სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი, ასევე ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
„პოტენციალი ნამდვილად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის საჭიროა ბიზნესკავშირების გაძლიერება. ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე შეხვედრას გამართავს სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან, სადაც კობახიძემ მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.
პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გუშინ გაემგზავრა - დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 16 თებერვალს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, საზღვაო ტრანსპორტი და ინვესტიციები.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სინგაპურთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.