ვარკეთილის რაიონში 4 ათას აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik.
ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, კალოუბნის ქუჩაზე მდებარე გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ათას აბონენტს 22 ივლისის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში გაზმომარაგება შეუწყდება - ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 22 ივლისის 17:00 საათიდან და დასრულდება 21:00 საათამდე.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0