თბილისში ექვს თვეში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ათასზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerთევზჭერა
თევზჭერა  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც მუდმივი კონტროლი ხორციელდება.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, დედაქალაქში 1.075 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების სტატისტიკა ასეთია:
551 - ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი
126 - ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა
38 - წიაღითსარგებლობის ლიცენზიის პირობებს დარღვევა
30 - ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა
24 - წყლის კანონმდებლობის დარღვევა
10 - მიწის კანონმდებლობის დარღვევა
10 - თევზჭერის წესების დარღვევა
9 - უკანონო ტყითსარგებლობა
277 კი - სხვა დარღვევა.
მათგან 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც მუდმივი კონტროლი ხორციელდება როგორც გარემოსდაცვითი პატრულირების, ისე ინსპექტირების მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0