სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა

© photo: Sputnik / Sergey Kuznetsov / გადასვლა მედიაბანკშიუალკოჰოლო სასმელი
უალკოჰოლო სასმელი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქში მოქმედ არაალკოჰოლური სასმელების ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს „სურნელი 2008“-სა (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდმეწარმე გ.მ.-ის წ საწარმო „თბილისურში“ (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28) არაგეგმური შემოწმება განახორციელეს.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შემოწმებისას ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები (ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა დეზინფექცია)გამოვლინდა. ასევე, დაფიქსირდა ეტიკეტირების და საკვები დანამატების მიკვლევადობის წესების დარღვევა (საწარმო „თბილისურში“)", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ",
ყველა ახალი ამბავი
0