https://sputnik-georgia.com/20260721/tbilisi-rustavis-miwiszeda-metros-tenderi-gaxangrzlivda-299723264.html
მერია: თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა
მერია: თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. 21.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-21T10:55+0400
2026-07-21T10:55+0400
2026-07-21T10:55+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს (საქალაქო მატარებლის) პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საერთაშორისო ტენდერი 2026 წლის 27 ივლისამდე გახანგრძლივდა, იუწყება მედიაპლატფორმა bmg.სატენდერო განაცხადების მიღება 2026 წლის 20 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ვადის კიდევ ერთი კვირით გადაწევის გადაწყვეტილება მიიღეს.სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.პროექტი ითვალისწინებს თბილისის დაკავშირებას არა მხოლოდ რუსთავთან, არამედ მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და დედაქალაქის აღმოსავლეთ რაიონებთან.მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) კონცეფცია ეფუძნება „საქართველოს რკინიგზის“ არსებული ლიანდაგებისა და დერეფნების მაქსიმალურ გამოყენებას.სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10, 20 და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და „საქართველოს რკინიგზა" იმუშავებდნენ. დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მერიამ 2021 წელს დაასრულა, თავდაპირველი პროექტით სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა
ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს (საქალაქო მატარებლის) პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საერთაშორისო ტენდერი 2026 წლის 27 ივლისამდე გახანგრძლივდა, იუწყება მედიაპლატფორმა
bmg.
სატენდერო განაცხადების მიღება 2026 წლის 20 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ვადის კიდევ ერთი კვირით გადაწევის გადაწყვეტილება მიიღეს.
კვლევა და პროექტი სრულად ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით, რომლის სისტემაშიც ტენდერი პირველად 2026 წლის 13 მაისს გამოქვეყნდა - ტენდერი ითვალისწინებს საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევას, რომელიც მოამზადებს პროექტის განვითარების ალტერნატივების შეფასებას, ეკონომიკურ დასაბუთებას და დაითვლის პროექტის სავარაუდო ღირებულებას.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის დაკავშირებას არა მხოლოდ რუსთავთან, არამედ მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და დედაქალაქის აღმოსავლეთ რაიონებთან.
მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) კონცეფცია ეფუძნება „საქართველოს რკინიგზის“ არსებული ლიანდაგებისა და დერეფნების მაქსიმალურ გამოყენებას.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.
ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10, 20 და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.
ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს.
თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და „საქართველოს რკინიგზა" იმუშავებდნენ. დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მერიამ 2021 წელს დაასრულა, თავდაპირველი პროექტით სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.