https://sputnik-georgia.com/20260721/shio-mesame-nani-bregvadzes-ulocavs-299728836.html
შიო მესამე: ნანი ბრეგვაძის სახელი კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია
შიო მესამე: ნანი ბრეგვაძის სახელი კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია
Sputnik საქართველო
ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა. 21.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-21T11:54+0400
2026-07-21T11:54+0400
2026-07-21T11:54+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268747597_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_7e655f917c900701a34ffa55955b8027.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა. როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური გემოვნებისა და სილამაზის წყალობით, მომღერალმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მილიონობით მსმენელის გულში და ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი გახდა.შიო III-ემ ნანი ბრეგვაძეს გულწრფელი მადლობა გადაუხადა ხელოვნებაში შეტანილი იმ გამორჩეული წვლილისთვის, რომელმაც მრავალი თაობის სიყვარული, პატივისცემა, აღიარება დაიმსახურა და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და უფლის წყალობა უსურვა. ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.1959—64 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, სადაც 15 წელი მღეროდა, მომღერალმა სოლო-კარიერა 1980 წლიდან დაიწყო.ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვ.1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2003 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი.ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268747597_99:0:1200:826_1920x0_80_0_0_22ec0089a363d4aac9e87f7d05ed4a37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს სიამაყე
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს სიამაყე
შიო მესამე: ნანი ბრეგვაძის სახელი კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია
ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.
ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.
როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური გემოვნებისა და სილამაზის წყალობით, მომღერალმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მილიონობით მსმენელის გულში და ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი გახდა.
„დრო მის შემოქმედებას მხოლოდ ახალ სიღრმეს სძენს. იგი მისთვის ჩვეული სინატიფითა და შინაგანი ღირსებით ამშვენებს სცენას და მსმენელს უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულსა უზიარებს“, — ნათქვამია მილოცვის წერილში.
შიო III-ემ ნანი ბრეგვაძეს გულწრფელი მადლობა გადაუხადა ხელოვნებაში შეტანილი იმ გამორჩეული წვლილისთვის, რომელმაც მრავალი თაობის სიყვარული, პატივისცემა, აღიარება დაიმსახურა და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და უფლის წყალობა უსურვა.
„უფალმა დალოცოს იგი და მიანიჭოს მხნეობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე, რათა თავისი შემოქმედებით კიდევ დიდხანს ახარებდეს და ატკბობდეს ჩვენს გულებს“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.
სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც შეასრულა გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“.
1959—64 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, სადაც 15 წელი მღეროდა, მომღერალმა სოლო-კარიერა 1980 წლიდან დაიწყო.
ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვ.
1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2003 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.