„ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“: საქართველო Wanderlust-ის ნომინაციაზეა წარდგენილი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების გამოსავლენად კონკურსს ყოველწლიურად მართავს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველო პოპულარული ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-ის ვებგვერდზე ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების გამოსავლენად ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე უკვე დაიწო და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება - საქართველოს მხარდაჭერა შესაძლებელია ბმულზე.
სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა. საქართველო „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყნის“ ნომინაციაზე ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით წარადგინეს.
Wanderlust-ის მიერ შერჩეულ ვიწრო სიაში მხოლოდ ევროპის გამორჩეული და მიმზიდველი ტურისტული მიმართულებები მოხვდნენ, გამარჯვებულს კი უკვე მოგზაურები და მკითხველები გამოავლენენ.
Wanderlust Reader Travel Awards დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200 ათასზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.
Wanderlust სამოგზაურო ჟურნალს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს დიდ ბრიტანეთში, მისი ტირაჟი 323,851 ეგზემპლარია, ხოლო ოფიციალურ გვერდზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0