https://sputnik-georgia.com/20260721/rustavelis-gamzirze-mozraoba-4-tvit-sheizgudeba-299730476.html
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება: ტრანსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტი შემუშავდა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება: ტრანსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტი შემუშავდა
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისის 24:00 საათიდან დაიწყება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული... 21.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-21T15:28+0400
2026-07-21T15:28+0400
2026-07-21T15:28+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793466_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5deba9a409b5e015d4672ca76f68f367.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ქალაქის მთავარ გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისის 24:00 საათიდან დაიწყება - აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. ამასთან, გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზე.შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით: რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები – N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397, ასევე მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ. უკუმიმართულებით, ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით კვლავ გმირთა მოედანს დაუბრუნდებიან და ისარგებლებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები N359 და N391 იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით; ავტობუსი N378 მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ აღარ მივა და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით; N408 მიკროავტობუსი მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან დაუკავშირდება თამარ ჭოველიძის ქუჩას; მიკროავტობუსი N420 მეტროსადგურ „რუსთაველს“ აღარ გაივლის და იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს; N457 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით. შექმნილი დისკომფორტის გამო თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/18/249793466_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_3011e4ad8bedbfc4139f721a65922225.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება: ტრანსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტი შემუშავდა
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისის 24:00 საათიდან დაიწყება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში ქალაქის მთავარ გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისის 24:00 საათიდან დაიწყება - აღნიშნული პროექტის ფარგლებში თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ სარეაბილიტაციო არეალში. ამასთან, გადაადგილება სრულად აიკრძალება ვასო აბაშიძის ქუჩაზე.
შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით;
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შემოვლას შეძლებენ რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით;
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს საშუალებით;
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა – ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე გახდება ორმხრივი.
რეაბილიტაციის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
კერძოდ, ავტობუსები – N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 344, 345, 352, 358, 388 და 397, ასევე მიკროავტობუსები: N472, 532, 540 და 541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
უკუმიმართულებით, ავტობუსები და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის სანაპიროების გავლით კვლავ გმირთა მოედანს დაუბრუნდებიან და ისარგებლებენ დადგენილი სქემით.
ავტობუსები N359 და N391 იმოძრავებენ გმირთა მოედნისა და გალაკტიონ ტაბიძის ხიდის გავლით; ავტობუსი N378 მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ აღარ მივა და იმოძრავებს გმირთა მოედნის მიმართულებით; N408 მიკროავტობუსი მოძრაობას დაიწყებს თავისუფლების მოედნიდან და მელიქიშვილის გამზირიდან დაუკავშირდება თამარ ჭოველიძის ქუჩას; მიკროავტობუსი N420 მეტროსადგურ „რუსთაველს“ აღარ გაივლის და იმოძრავებს გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან, დაუკავშირდება მელიქიშვილის გამზირს და სვლას თამარ ჭოველიძის ქუჩის გავლით განაგრძობს; N457 მიკროავტობუსი იმოძრავებს ვარაზისხევის, მელიქიშვილის გამზირის, თამარ ჭოველიძის, ბელინსკისა და ბარნოვის ქუჩების გავლით.
შექმნილი დისკომფორტის გამო თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის.