https://sputnik-georgia.com/20260721/prokuraturam-dakavebuls-brali-20-epizodze-daumzima-299742745.html
თაღლითობა ჯარისგან თავის არიდების მოტივით: მამაკაცს ბრალი კიდევ 20 ეპიზოდზე დაუმძიმდა
თაღლითობა ჯარისგან თავის არიდების მოტივით: მამაკაცს ბრალი კიდევ 20 ეპიზოდზე დაუმძიმდა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. 21.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-21T21:25+0400
2026-07-21T21:25+0400
2026-07-21T21:25+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 64.068 ლარი, 105.100 დოლარი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.გამოძიებით დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით ჯამში 15.400 ლარი მიიღო.გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ყალბი სამედიცინო ისტორიის გამოგონებით, ავადმყოფობის სიმულაციით და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” დამზადებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მათი ოჯახის წევრებისგან ჯამში 26.900 ლარი მიიღო.დაკავებულს ბრალდება აღნიშნულ ეტაპზე, 6 ეპიზოდზე სსკ--ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა დამატებით 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამონაწილეობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 25-356-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება, ავადმყოფობის სიმულაციით და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით) და 260 მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობა ჯარისგან თავის არიდების მოტივით: მამაკაცს ბრალი კიდევ 20 ეპიზოდზე დაუმძიმდა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 64.068 ლარი, 105.100 დოლარი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024-2026 წლებში ბრალდებული წვევამდელებს და მათი ოჯახის წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც მათგან მოტყუებით ჯამში 15.400 ლარი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ყალბი სამედიცინო ისტორიის გამოგონებით, ავადმყოფობის სიმულაციით და შპს “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” დამზადებული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მათი ოჯახის წევრებისგან ჯამში 26.900 ლარი მიიღო.
დაკავებულს ბრალდება აღნიშნულ ეტაპზე, 6 ეპიზოდზე სსკ--ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთა დამატებით 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 25-362-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამონაწილეობა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში დახმარება), 25-356-ე მუხლის პირველი ნაწილით (წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარება, ავადმყოფობის სიმულაციით და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით) და 260 მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.