კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა: პრემიერი ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2026
გამოწერა
კობახიძე ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებსაც შეხვდება და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს, პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს და სინგაპურის პარლამენტის სპიკერ სია კიან პენგს შეხვდება.
ასევე დაგეგმილია ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებთან შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.
პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
საქართველოსა და სინგაპურის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 16 თებერვალს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, საზღვაო ტრანსპორტი და ინვესტიციები.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სინგაპურთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად.
ყველა ახალი ამბავი
0