https://sputnik-georgia.com/20260721/giorgi-chigladze-giraoti-gatavisuplda-299734246.html
თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირი გირაოთი გათავისუფლდა
თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული პირი გირაოთი გათავისუფლდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით... 21.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-21T16:29+0400
2026-07-21T16:29+0400
2026-07-21T16:29+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.პროკურატურამ ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი დაკავებულის მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.მას ბრალი სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი დაკავებულის მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.
მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.
მას ბრალი სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.