https://sputnik-georgia.com/20260720/tbilisis-bagebshi-sakoveltao-registracia-daiwko-299712406.html
მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო
მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო
Sputnik საქართველო
რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T10:57+0400
2026-07-20T10:57+0400
2026-07-20T10:57+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_0:118:2000:1243_1920x0_80_0_0_7b62910c5c7629ce5753c87f41ff953d.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო.რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 20 ივლისის 10:00 საათზე დაიწყო და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას - თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვი, განურჩევლად რეგისტრაციის ადგილისა.რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 6 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 13-19 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაგრძელდა, დარეგისტრირდნენ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/13/240471374_249:179:1826:1362_1920x0_80_0_0_9e06b11d7f1b9bd6b6d335ede9c02f97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო
რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 20 ივლისის 10:00 საათზე დაიწყო და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას - თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე 2-დან 6 წლამდე ყველა ბავშვი, განურჩევლად რეგისტრაციის ადგილისა.
რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომელიც 6 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები დარეგისტრირდნენ, მათ შორის ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 ათას ქულას; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; დ) მარტოხელა მშობლის შვილები; ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები; ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები; ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, რომელიც 13-19 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაგრძელდა, დარეგისტრირდნენ თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.