დრამატული მომენტები და შთამბეჭდავი ფოტოები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან
დრამატული მომენტები და შთამბეჭდავი ფოტოები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან
Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელიც გუშინ გაიმართა, ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ამსახველი ემოციური კადრები იხილეთ Sputnik-ის ფოტოგალერეაში. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები თვალყურს ადევნებდნენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც გუშინ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართა. მუნდიალის ოქროსთვის წელს ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა, ფინალის კულმინაცია კი დამატებით დროში დადგა – ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა შეხვედრის 106-ე წუთზე ანგარიში გახსნა.ესპანელები მეორედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში – მუნდიალის პირველი ოქრო მათ 2010 წელს მოიპოვეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელიც გუშინ გაიმართა, ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ამსახველი ემოციური კადრები იხილეთ Sputnik-ის ფოტოგალერეაში.
მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები თვალყურს ადევნებდნენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც გუშინ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ გაიმართა. მუნდიალის ოქროსთვის წელს ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა, ფინალის კულმინაცია კი დამატებით დროში დადგა – ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა შეხვედრის 106-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
ესპანელები მეორედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში – მუნდიალის პირველი ოქრო მათ 2010 წელს მოიპოვეს.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები დაჯილდოების ცერემონიაზე, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ისტ-რატერფორდის „მეტლაიფის“ სტადიონზე.
ხულიან ალვარესი (არგენტინა), ნიკოლას ტალიაფიკო (არგენტინა) და ლამინ იამალი (ესპანეთი) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთსა და არგენტინას შორის.