https://sputnik-georgia.com/20260720/ruset-ukrainis-konfliqti-299811200.html
მოსაზრება: ნატოს საზღვაო ლოჯისტიკა ფსკერისკენ მიექანება
მოსაზრება: ნატოს საზღვაო ლოჯისტიკა ფსკერისკენ მიექანება
Sputnik საქართველო
ბანდეროველების მცდელობამ, ამერიკული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის იზოლაცია მოეხდინათ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მტრის ოდესისა და... 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T12:59+0400
2026-07-20T12:59+0400
2026-07-26T10:00+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278659249_0:117:2579:1568_1920x0_80_0_0_f2d80ea1a23fc4937a95f0b88b492b9a.jpg
ბანდეროველების მცდელობამ, ამერიკული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის იზოლაცია მოეხდინათ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მტრის ოდესისა და დუნაის პორტების მკაცრი ბლოკადა, ზღვაზე საბრძოლო მოქმედებების მნიშვნელოვანი გაფართოება და ოჩაკოვიდან გველების კუნძულამდე აკვატორიაში „ნატოს ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების განადგურება გამოიწვია.ოდესისა და დუნაის პორტებში მშრალი ტვირთმზიდების და სხვა ხომალდების შესვლა, პრაქტიკულად, შეუსრულებელ ამოცანად იქცევა. ივლისის შუა რიცხვებიდან, მოწინააღმდეგის სანაპირო ობიექტებზე რუსეთის დარტყმებს დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოყენებული გემების ცეცხლით განადგურება დაემატა. ამგვარად, მოსკოვმა, ფაქტობრივად, უკრაინის პორტები დახურა და ნატოს ლოჯისტიკის ძირითადი ნაკადი დაბლოკა.20 ივლისის დილით, რუსეთის უპილოტო სისტემების ოპერატორებმა „გერან-4“-ის დრონებით, ოდესის პორტის გარე რეიდზე ბალკერის ტიპის გემი დააზიანეს. ერთი დღით ადრე, „ონიქსის“ ზენიტსაწინააღმდეგო რაკეტებითა და საჰაერო ბაზირების რაკეტებით მწყობრიდან გამოიყვანეს „ნატოს ჩრდილოვანი ფლოტის“ ოთხი მშრალი ტვირთმზიდი: ორი ოდესის პორტის რეიდზე დაზიანდა, ორი — გველების კუნძულის ჩრდილოეთით. ხოლო 18 ივლისს, ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში კონტეინერმზიდი განადგურდა, საიდანაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალას ტვირთავდნენ.20 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული დარტყმები ოდესის იმ პორტებზე გააგრძელეს, რომლებიც მოწინააღმდეგის ინტერესებისთვის გამოიყენებოდა. საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და ბარაჟირებადი საბრძოლო მასალით, ოდესის პორტში საწვავი მასალების რეზერვუარები განადგურდა. გასული დღის განმავლობაში, განადგურდა შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების ამწყობი საამქრო და ოდესის პორტში ავტოსადგომზე მდგარი საწვავის ავტოცისტერნები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქონების საწყობი (ნატოს მიწოდებები) იუჟნის პორტში, ასევე საწვავი მასალების ხუთი რეზერვუარი.უკრაინის პორტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტვირთების გადამტან გემებზე, რუსეთის გეგმაზომიერი დარტყმები მოწმობს, რომ ზღვაზე საბრძოლო მოქმედებები ფართოვდება. მცირდება გემთმიმოსვლა და ტვირთბრუნვა, ხოლო დასავლეთს არ შეუძლია, აუნაზღაუროს კიევს დანაკარგები და საზღვაო ბლოკადის სხვა შედეგები. ოჩაკოვიდან გველების კუნძულამდე ალმოდებული უკრაინული პორტები და მშრალი ტვირთმზიდები ანგრევს ნატოს გეგმებს, რუსეთთან ხანგრძლივი პროქსი-ომი აწარმოოს, ამცირებს ფრონტის მდგრადობასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ზურგის სიცოცხლისუნარიანობას. დასავლელი სამხედრო მრჩევლების მიერ ინიცირებული „ყირიმის ბლოკადის კამპანია“ ბანდერელებს გადარჩენის უკანასკნელ იმედსაც ართმევს. საზღვაო ბლოკადის პარალელურად, რუსეთი უშუალოდ კიევში აძლიერებს დარტყმებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსისა და ლოჯისტიკის ობიექტებზე.19 ივლისის ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, ყველაზე მძლავრი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. ამერიკული ჟურნალ Military Watch-ის ინფორმაციით, ეს იყო „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა. დაახლოებით, 50 ბალისტიკური რაკეტა, კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც კიევის სამხედრო-სამრეწველო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას იყო მიმართული“.ისტორია გრძელდება, ხოლო კიევში აგურ-აგურ დაშალეს:ეს სია ყოველდღიურად ივსება და კიევის მარიონეტების “დამწვარ იმედებს” ასახავს — ნატოს სასარგებლოდ რუსეთთან უსასრულო ომი აწარმოონ და „მოსკოვი ფერფლად აქციონ“.კიევსა და ოდესაზე რუსეთის მასირებული დარტყმების ფონზე, დასავლეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული მცდელობები, მოსკოვი კაპიტულაციაზე აიძულოს, აშკარად უხერხულად გამოიყურება. მსოფლიო საზოგადოების ცნობიერებაში „გარდამტეხი მომენტის“ დამკვიდრების კამპანია ეფუძნება საეჭვო ვარაუდებს ფრონტის მდგომარეობის, რუსეთის საზოგადოების (ეკონომიკის) მდგომარეობისა და დასავლეთის უნარის შესახებ, კონფლიქტი ბირთვული ესკალაციის გარეშე შეინარჩუნოს. ასეთმა „სტრატეგიამ“ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების გამწვავება გამოიწვია.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს, ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე, განაცხადა: „ეს ესკალაციაა, მაგრამ ამავე დროს ისეთი ესკალაციაა, რომელმაც, შეიძლება, კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი“. შესაძლოა, ამერიკულმა Hornet-ის დრონებმა, ზოგს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების ილუზია შეუქმნა. „გარდამტეხი მომენტის“ მიმართ უსაზღვრო რწმენა უკრაინაში ირანის დარტყმებით ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ ტრამპს ამშვიდებს. სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა.ნატოს გადამდგარი გენერალი ჰარალდ კუიატი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპაში სამხედრო ქარხნებზე მიიტანოს იერიში. და ეს უკვე შორეული პერსპექტივა აღარ არის: „თავდაპირველად... დარტყმები უკრაინის შიგნით მდებარე ობიექტებზე იყო. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია მხარდაჭერის წყაროზე დარტყმა, იარაღის მწარმოებელ ქარხნებზე შეტევა... გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში... და ჩვენ რას ვიზამთ? ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი შეიარაღების სისტემები, რომლითაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ“. ნატოში საღი აზრი იშვიათია.ჟურნალმა The American Conservative-მა აღნიშნა: „დასავლეთის მცდელობებმა, რუსეთი დაესუსტებინა, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. რუსეთი სულ უფრო მეტად ადაპტირებადი, ტექნოლოგიურად განვითარებული, თანამედროვე ომისთვის მზად და დასავლეთის მიმართ რეალურად მტრულად განწყობილი ხდება. საპასუხოდ, რუსეთი თანდათან სრულმასშტაბიან ომს უახლოვდება“. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიამ რუსულ საზოგადოებაში დასავლეთის ბოროტი განზრახვების შესახებ წარმოდგენა კიდევ უფრო განამტკიცა. რა იქნება შემდეგ?უკრაინას კონფლიქტის „ფინალისკენ“ მიჰყავთ. კიევის რეჟიმი და კოლექტიური დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდიან. ოდესის პორტები პირველები დაიწვება, თუმცა, უგუნური სტრატეგია — „ესკალაცია დეესკალაციისთვის“ — კონფლიქტის გაფართოებას გარანტირებულს ხდის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278659249_0:0:2245:1684_1920x0_80_0_0_db53e9e1eeeaec4b926d689581fe5309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ბანდეროველების მცდელობამ, ამერიკული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით ყირიმის იზოლაცია მოეხდინათ, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მტრის ოდესისა და დუნაის პორტების მკაცრი ბლოკადა, ზღვაზე საბრძოლო მოქმედებების მნიშვნელოვანი გაფართოება და ოჩაკოვიდან გველების კუნძულამდე აკვატორიაში „ნატოს ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების განადგურება გამოიწვია.
ოდესისა და დუნაის პორტებში მშრალი ტვირთმზიდების და სხვა ხომალდების შესვლა, პრაქტიკულად, შეუსრულებელ ამოცანად იქცევა. ივლისის შუა რიცხვებიდან, მოწინააღმდეგის სანაპირო ობიექტებზე რუსეთის დარტყმებს დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოყენებული გემების ცეცხლით განადგურება დაემატა. ამგვარად, მოსკოვმა, ფაქტობრივად, უკრაინის პორტები დახურა და ნატოს ლოჯისტიკის ძირითადი ნაკადი დაბლოკა.
20 ივლისის დილით, რუსეთის უპილოტო სისტემების ოპერატორებმა „გერან-4“-ის დრონებით, ოდესის პორტის გარე რეიდზე ბალკერის ტიპის გემი დააზიანეს. ერთი დღით ადრე, „ონიქსის“ ზენიტსაწინააღმდეგო რაკეტებითა და საჰაერო ბაზირების რაკეტებით მწყობრიდან გამოიყვანეს „ნატოს ჩრდილოვანი ფლოტის“ ოთხი მშრალი ტვირთმზიდი: ორი ოდესის პორტის რეიდზე დაზიანდა, ორი — გველების კუნძულის ჩრდილოეთით. ხოლო 18 ივლისს, ოდესის ოლქის ჩერნომორსკის პორტში კონტეინერმზიდი განადგურდა, საიდანაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალას ტვირთავდნენ.
20 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული დარტყმები ოდესის იმ პორტებზე გააგრძელეს, რომლებიც მოწინააღმდეგის ინტერესებისთვის გამოიყენებოდა. საჰაერო ბაზირების მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და ბარაჟირებადი საბრძოლო მასალით, ოდესის პორტში საწვავი მასალების რეზერვუარები განადგურდა. გასული დღის განმავლობაში, განადგურდა შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების ამწყობი საამქრო და ოდესის პორტში ავტოსადგომზე მდგარი საწვავის ავტოცისტერნები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქონების საწყობი (ნატოს მიწოდებები) იუჟნის პორტში, ასევე საწვავი მასალების ხუთი რეზერვუარი.
უკრაინის პორტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტვირთების გადამტან გემებზე, რუსეთის გეგმაზომიერი დარტყმები მოწმობს, რომ ზღვაზე საბრძოლო მოქმედებები ფართოვდება. მცირდება გემთმიმოსვლა და ტვირთბრუნვა, ხოლო დასავლეთს არ შეუძლია, აუნაზღაუროს კიევს დანაკარგები და საზღვაო ბლოკადის სხვა შედეგები. ოჩაკოვიდან გველების კუნძულამდე ალმოდებული უკრაინული პორტები და მშრალი ტვირთმზიდები ანგრევს ნატოს გეგმებს, რუსეთთან ხანგრძლივი პროქსი-ომი აწარმოოს, ამცირებს ფრონტის მდგრადობასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ზურგის სიცოცხლისუნარიანობას.
დასავლელი სამხედრო მრჩევლების მიერ ინიცირებული „ყირიმის ბლოკადის კამპანია“ ბანდერელებს გადარჩენის უკანასკნელ იმედსაც ართმევს. საზღვაო ბლოკადის პარალელურად, რუსეთი უშუალოდ კიევში აძლიერებს დარტყმებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსისა და ლოჯისტიკის ობიექტებზე.
19 ივლისის ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, ყველაზე მძლავრი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს. ამერიკული ჟურნალ Military Watch-ის ინფორმაციით, ეს იყო „ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმა. დაახლოებით, 50 ბალისტიკური რაკეტა, კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც კიევის სამხედრო-სამრეწველო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას იყო მიმართული“.
ისტორია გრძელდება, ხოლო კიევში აგურ-აგურ დაშალეს:
შპს „რადონიქსი“ — FP-5 ფრთოსანი რაკეტების მართვის სისტემების წარმოება;
ქარხანა „არტემი“ — FP-7-ისა და FP-9-ის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების, „ნეპტუნ-МД“-ის მართვადი რაკეტებისა და С-300-ის საზენიტო რაკეტების კომპონენტების წარმოება (პროექტი „კლონი“);
საწარმო „კიევ-90“, რომელიც „ნეპტუნ-МД“-ის მართვადი რაკეტების კორპუსის ელემენტებს, დამიზნების სისტემების კომპონენტებსა და სხვადასხვა აგრეგატს აწარმოებს;
შპს „ოუკლაინი“ — შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ნახშირბადოვანი დეტალებისა და FPV-დრონებისთვის აკუმულატორების კომპონენტების წარმოება;
ინოვაციური ტერმინალი „ნოვა ფოშტა“, რომელიც ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის - უპილოტო საფრენი აპარატების, რობოტიზებული კომპლექსებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების წარმოებისთვის საჭირო მასალების მიწოდებასა და შენახვას უზრუნველყოფს.
ეს სია ყოველდღიურად ივსება და კიევის მარიონეტების “დამწვარ იმედებს” ასახავს — ნატოს სასარგებლოდ რუსეთთან უსასრულო ომი აწარმოონ და „მოსკოვი ფერფლად აქციონ“.
კიევსა და ოდესაზე რუსეთის მასირებული დარტყმების ფონზე, დასავლეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული მცდელობები, მოსკოვი კაპიტულაციაზე აიძულოს, აშკარად უხერხულად გამოიყურება. მსოფლიო საზოგადოების ცნობიერებაში „გარდამტეხი მომენტის“ დამკვიდრების კამპანია ეფუძნება საეჭვო ვარაუდებს ფრონტის მდგომარეობის, რუსეთის საზოგადოების (ეკონომიკის) მდგომარეობისა და დასავლეთის უნარის შესახებ, კონფლიქტი ბირთვული ესკალაციის გარეშე შეინარჩუნოს. ასეთმა „სტრატეგიამ“ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების გამწვავება გამოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს, ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე, განაცხადა: „ეს ესკალაციაა, მაგრამ ამავე დროს ისეთი ესკალაციაა, რომელმაც, შეიძლება, კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი“. შესაძლოა, ამერიკულმა Hornet-ის დრონებმა, ზოგს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატების ილუზია შეუქმნა. „გარდამტეხი მომენტის“ მიმართ უსაზღვრო რწმენა უკრაინაში ირანის დარტყმებით ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ ტრამპს ამშვიდებს. სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა.
ნატოს გადამდგარი გენერალი ჰარალდ კუიატი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპაში სამხედრო ქარხნებზე მიიტანოს იერიში. და ეს უკვე შორეული პერსპექტივა აღარ არის: „თავდაპირველად... დარტყმები უკრაინის შიგნით მდებარე ობიექტებზე იყო. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია მხარდაჭერის წყაროზე დარტყმა, იარაღის მწარმოებელ ქარხნებზე შეტევა... გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში... და ჩვენ რას ვიზამთ? ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი შეიარაღების სისტემები, რომლითაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ“. ნატოში საღი აზრი იშვიათია.
ჟურნალმა The American Conservative-მა აღნიშნა: „დასავლეთის მცდელობებმა, რუსეთი დაესუსტებინა, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. რუსეთი სულ უფრო მეტად ადაპტირებადი, ტექნოლოგიურად განვითარებული, თანამედროვე ომისთვის მზად და დასავლეთის მიმართ რეალურად მტრულად განწყობილი ხდება. საპასუხოდ, რუსეთი თანდათან სრულმასშტაბიან ომს უახლოვდება“. ირანის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიამ რუსულ საზოგადოებაში დასავლეთის ბოროტი განზრახვების შესახებ წარმოდგენა კიდევ უფრო განამტკიცა. რა იქნება შემდეგ?
უკრაინას კონფლიქტის „ფინალისკენ“ მიჰყავთ. კიევის რეჟიმი და კოლექტიური დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდიან. ოდესის პორტები პირველები დაიწვება, თუმცა, უგუნური სტრატეგია — „ესკალაცია დეესკალაციისთვის“ — კონფლიქტის გაფართოებას გარანტირებულს ხდის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!