https://sputnik-georgia.com/20260720/lentexshi-gzis-gawmenditi-samushaoebi-aqtiurad-mimdinareobs-299715323.html
ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T14:00+0400
2026-07-20T14:00+0400
2026-07-20T14:00+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267468884_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_409f59f34267f999f2251d170a4dc4c5.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის, განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა.19 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა - ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია.გუშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მონაკვეთზე მდინარე ცხენისწყალი ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლის ნაკადმა ცენტრალური საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დატბორა, რის გამოც მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.„ამ ეტაპისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და დამატებით, წმენდის პროცესში ორი ერთეული მძიმე ტექნიკა ჩაერთვება. ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნის შემდგომ დავიწყებთ შიდასასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს და ვაკონტროლებთ აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა გაზდელიანმა.მისი თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული არიან რეგიონული სამსახურები.ს წარმომადგენლებიც.ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია ღდგენილია ლენტეხი-მელეს მიმართულებით, მელე-ცანისა და ლენტეხი-ბავარის მიმართულებით კი ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267468884_181:0:1166:739_1920x0_80_0_0_da1c852ddeca5e826bac6ffccf50b04c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, სვანეთი
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, სვანეთი
ლენტეხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის, განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა.
19 ივლისს მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა - ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია.
გუშინ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მონაკვეთზე მდინარე ცხენისწყალი ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლის ნაკადმა ცენტრალური საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დატბორა, რის გამოც მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.
„ამ ეტაპისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და დამატებით, წმენდის პროცესში ორი ერთეული მძიმე ტექნიკა ჩაერთვება. ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნის შემდგომ დავიწყებთ შიდასასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს და ვაკონტროლებთ აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა გაზდელიანმა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული არიან რეგიონული სამსახურები.ს წარმომადგენლებიც.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია ღდგენილია ლენტეხი-მელეს მიმართულებით, მელე-ცანისა და ლენტეხი-ბავარის მიმართულებით კი ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.