https://sputnik-georgia.com/20260720/lechxumshi-unikaluri-metalurgiuli-sawarmo-agmoachines-299722615.html
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის... 20.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-20T20:24+0400
2026-07-20T20:24+0400
2026-07-20T21:22+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/14/299723092_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2e53d741db62a89804e41fc6ff4375c2.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ. XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორის, ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.სპილენძის უძველესი სახელოსნოების კვლევას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა უძღვება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან.გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/14/299723092_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_06ee374fba1b01ec70c8e04983114854.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
20:24 20.07.2026 (განახლებულია: 21:22 20.07.2026) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორის, ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ. XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.
„აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორის, ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
სპილენძის უძველესი სახელოსნოების კვლევას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა უძღვება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან.
გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს